Monday, July 14, 2014

მეცხრე ტრენინგ დღის რეფლექსია

დღეს დასრულდა ჩვენი ტრენინგები ინტელის კურსზე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან სასარგებლო და ყოველმხრივ გამოსაყენებელი იმფორმაცია შევითვისე პროექტებთან დაკავშირებით, მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში.



მინდა მადლობა უთხრა ტრენერს ბატონ გიორგი ხომასურიძეს, რომელმაც ყველანაირად ეცადა მიგვეღო და შეგვეთვისებინა ის ახალი იმფორმაცია, რომელსაც აღნიშნული ტრენინგი მოიცავდა და  ნამდვილად გამოუვიდა. 
 მადლობა ამ ყველაფრისათვის ბატონო გიორგი!!!

Sunday, July 13, 2014

მერვე ტრენინგ დღის რეფლექსია

დღეს თითქმის დავასრულე შაბლონზე მუშაობა. ტრენინგი უფრო და უფრო მეხმარება და ნათელს ხდის პროექტებზე მუშაობის პროცესს.

Saturday, July 12, 2014

მეშვიდე ტრენინგ დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე საინტერესო იყო შევისწავლეთ ბევრი სასარგებლო საპროექტო მასალა. ძალიან ცხელა, მაგრამ მაინც სასიამოვნოა ჩემთვის ეს სიტუაცია, ძალიან მეგობრული გარემოააა,   ვითვისებ და ვიღებ უამრავ ახალ იმფორმაციას და საერთოდ მიხარია,  რომ ინტელის ტრენინგების კურსს გავდივაარ...

Monday, July 7, 2014

მეექვსე ტრენინგ დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული იყო, ბევრი სიახლე ვისწავლეთ და ნელნელა ივსება კიდეც ჩვენი გეგმის შაბლონი , სწავლების პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობს.

Sunday, July 6, 2014

მეხუთე ტრენინგ დღის რეფლექსია

დღევანდელი დღეც ძალიან პროდუქტიული იყო,  ეტაპობრივად ივსება  ჩვენი საპროექტო გეგმის შაბლონი, დღეს ვიმუშავეთ შეფასებებზე განვიხილეთ და შაბლონში შევიტანეთ შეფასების ის ფორმები, რომლებიც შეეფერება ჩვენს ინდივიდუალურ პროექტს. 

Saturday, July 5, 2014

მეოთხე ტრენინგ დღის რეფლექსია

დღეს ჩამოვაყალიბე  ჩემი პროექტის თითქმის სრული სახე, განვსაზღვრე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. მოლოდინი მაქვს , რომ პროექტი საინტერესო იქნება ბავშვებისთვის რაც მთავარიააა  და მისცემს მათ გარკვეულ გამოცდილებას რათა თეორიული ნასწავლი პრაქტიკაში გამოიყენონ.


მესამე ტრენინგ დღის რეფლექსია

ძალიან სასარგებლო და პრაქტიკაში  გამოსაყენებელი  ახალი ინფორმაცია შევისწავლეთ დღეს, ვიმსჯელეთ რა სახის პროექტები არის საინტერესო და ამა თუ იმ საგნისთვის და  იმ მოსწავლეთათვის რომლებთან ერთადაც  ვაპირებთ ამ პროექტის განხორციელებას.
განვსაზღვრეთ სტანდარტები და ინდიკატორებიი.  ტრენინგის ეს დღე მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო.

Monday, June 30, 2014

პირველი მოდულის რეფლექსია

როგორც ვიცით, დღევანდელი, თანამედროვე განათლება მოითხოვს პროექტებით სწავლებას, ამიტომაც ძალიან გამიხარდა, როდესაც მოვხვდი აღნიშნულ ტრენინგზე. ზოგადად ტრენინგი ძალიან საინტერესო და პროდუქტიულია. ტრენერიც პროფესიონალი და კომუნიკაბელური. უკვე ორი დღეა დავდივარ აღნიშნულ ტრენინგზე  და მინდა ვთქვა რომ ბევრ სიახლეს გავეცანი. ასე რომ, მოხარული ვარ რომ ვესწრები დაპროექტების ტრენინგს და სურვილი მაქვს დავესწრო მსგავსი სახის ტრენინგებს მომავალშიც, თუნდაც ასეთ პირობებში, მაშინ როცა ძალიან ცხელა ან ცივა :)))))
მადლობა განათლების სამინისტროს და მის მიერ მოვლენილ ტრენერს.